Khvicha Izoria Tovli movida ხვიჩა იზორია თოვლი მოვიდა
Lyrics: თოვლი მოვიდა პირველად თოვლი, თოვლი რომელმაც ვერ გამახარა, თოვლი მოვოდა ისევ ქათქათა შენი სინათლე ვერ გადაფარა. თოვლი მოვიდა და დამაფარა, თვალებს მოფინა ფიფქთა ერთობა, მე შენთან გულით შესისხორცებულს, მიკვირდა თოვლი რომ არ მართობდა. ან თოვლი მართლა რას გამართობდა მე ხო ლოთი ვარ შენი თვალებით, ჩემს ბედისწერას დაუწერია სიუჟეტები ჩემი წვალების. მაგრამ წვალება ოდითგან მომდევს, მიჩვეული და ამტანი ვარ, შენი სახე და ხასიათები მიყვარს და ვიცი რომ მართალი ვარ. და რომ სიმართლე ათასგვარია, ვიცი და წყურვილს ჭის წყლით მე ვიკლავ. ხანდახან ფიქრში ჩაგეხუტები და მეოცნებე თავშიც კი ვირტყამ. მერე ვეშვები ისევ ჭაობში და ჭაობიდან არ ვლამობ დახსნას, რადგან ვიცი რომ ვერვინ დამიხსნის შენს გარდა მხსნელად სხვა არც მინდა არა. და თუ ოდესმე გამეხსნა ბედი და ათასგვარი მარგალიტები მაყაროს თავზე მიბინდოს გონი თუ არ ვიქნებით ისევ ჩვენ ორნი. არ მინდა არა კვლავ ვიმეორებ, დავჯები დავწერ და ვიმეორებ. ხვიჩა იზორია
|
|