|
ფრთიანი ტიტანი 1965 წლის 27 თებერვალს ცაში აფრინდა საბჭოთა An 22 ანტეი
ფრთიანი ტიტანი 1965 წლის 27 თებერვალს ცაში აფრინდა საბჭოთა An22 ანტეი ანტეი არის მსოფლიოში პირველი ფართო ფუზელაჟისა და ყველაზე დიდი ტურბოპროპურის მქონე თვითმფრინავი. სსრკს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს შეეძლო 80 ტონაზე მეტი ტვირთის 5000 კმზე მეტ მანძილზე გადაზიდვა. ან22ის წარმოება 1976 წლისთვის დასრულდა. სულ წარმოებული იქნა 69 თვითმფრინავი, მათ შორის ცდებისთვის განკუთვნილი ორი პროტოტიპი. სერიული მოდელები იწარმოებოდა ვ. პ. ჩკალოვის სახელობის ტაშკენტის საავიაციო ქარხანაში. An22 მგზავრების მომსახურებაც შეეძლო. პროექტი ითვალისწინებდა 724 მგზავრზე გათვლილი ორსართულიანი სალონს კინოდარბაზით, დედაშვილის ოთახითა და მოსასვენებელი კუპეებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, ანტეი მაინც განახორციელა ერთი სამგზავრო ფრენა 1972 წელს თვითმფრინავმა ეგვიპტიდან მოახდინა საბჭოთა დიპლომატიური წარმომადგენლობის 700წევრიანი პერსონალის ევაკუაცია Source: SputnikSaqartvelo t. me, SputnikSaqartvelo
|
|